Tuesday, December 20, 2011

მეგობრობა გზად და ხიდად

1.პროექტის მოკლე აღწერა: აზერბაიჯანელი მოსწავლეების გაცნობა; მეგობრული სულისკვეთების გაღვიძება; სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება;
2.პროექტის სრული აღწერა: აზერბაიჯანელი მოსწავლეების გაცნობა; მეგობრული სულისკვეთების გაღვიძება; სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება; შემოქმედებითი და ინტელექტუალური სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა: კულტურათშორის ურთიერთობის განმტკიცება და გააქტიურება:კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის ეფექტურობის ამაღლება: ურთიერთპატივისცემის გრძნობის აღძვრა: სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა შორის კოლეგიალური ურთიერთობის დამყარება: მოსწავლეთა ფიზიკუი უნარების გამოვლენა:
3.მონაწილეთა ასაკი:9–15 წელი
4.ვადები,ხანგძლივობა: 3 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები: 1.თიჯინური სპექტაკლი(აზერბაიჯანული ზღაპარი ქართულ ენაზე, რომელსაც გაახმოვანებენ აზერბაიჯანელი მოსწავლეები)
2.შემოქმედებითი კონფერენცია(ქართული და აზერბაიჯანული კულტურის თვალსაჩინო ნიმუშების ჩვენება; მანაბა მაგობედოვას შემოქმედების გაცნობა;)
მოსალოდნელი შედეგები: პროექტით გათვალისწინებული აქტივობების სწორი ორგავიზაცია საშუალებას მისცემს მოზარდებსაც და უფროსებსაც საზოგადოებრივ პრობლემებს სულ სხვა კუთხით შეხედონ, ისინი ისწავლიან და მიეჩვევიან სხვა ეროვნებისა სარწბუნოების ადამიანების პატივისცემას, ტოლერანტობას.აზერბაიჯანელი მოსწავლეები დარწმუნდებიან იმაში, თუ რაოდენ საჭიროა და სასარგებლო სახელმწიფო ენის ცოდნა. მოზარდებს განუმტკიცდებათ შეგნება იმისა, რომ ყველა ადამიანის მოქალაქეობრივი მოვალეობაა როგორც სახელმწიფო ენის დაუფლება, ასევე თანამოქალაქეებთან მეგობრობა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
მოზარდები ისწავლიან, ზოგჯერ თვითონ მიაგნებენ პრობლემათა გადაჭრის ცივილიზებულ გზებსა და საშუალებებს;
8.სასარგებლო სხვებისთვის:გამოიწვევს  დაინტერესებას სახელმწიფო ენის მიმართ;
 9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებების განვითარება;
10.პროეწტის ფასილიტატორი: ბელა ხარებაშვილი
11.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: belaxareba@gmail.com
12.პროექქტის ვებგვერდის ბლოგი




                                          
                                           

No comments:

Post a Comment